Germanwings-ის მეორე პილოტს დეპრესია ჰქონდა

საფრანგეთში 24 მარტს ჩამოვარდნილი ავიალაინერის A320-ის მეორე პილოტს დეპრესია ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალი „შპიგელი“ წერს. „ლიუბიცის მეგობრები წერენ, რომ 2009 წელს მან პილოტების სკოლაში სწავლა შეწყვიტა დეპრესიის გამო“, – დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალ „შპიგელის“ ჟურნალისტმა მათიას გებაუერმა.
შეგახსენებთ, რომ კატასტროფის ძირითადი ვერსიის მიხედვით, ანდრეას ლიუბიცი თვითმფრინავის კაბინაში ჩაიკეტა და ხომალდი განზრახ კლდეს შეაჯახა. კატასტროფის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ ავიაკომპანიებმა ფრენის წესებში ცვლილება შეიტანეს. ამიერიდან კაბინაში აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ორივე პილოტი და მასში ერთი მფრინავის დარჩენა იკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები