გოირგი ქადაგიძე: საქართველოსთვის ინვესტიციების შემოდინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოსთვის ინვესტიციების შემოდინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მისივე განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა გაუმჯობესდება.
“ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციები და სავალუტო ფულადი ნაკადების შემოდინება ქვეყანაში. ამ ამოცანის გადაჭრა ყველაზე მნიშვნელოვანია,” – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეს განცხადება კონფერენციაზე გააკეთა. სადაც უკვე მეორე დღეა უცხოელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე მსჯელობენ. კონფერენციაზე ასევე განიხილეს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები