ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, კერძოდ, 27 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.2229 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2255 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, 27 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.4472 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4400 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები