ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თელავში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლმა მართვა დაკარგა და ბოძს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გურჯაანის ბიუროშია გადასვენებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები