ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.2255 ლარი ეღირება, დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.2287 ლარი იყო.

ლარი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. ხვალ 1 ევრო/2.4400 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.4400 ლარს შეადგენდა.

2.2287 ოფიციალური კურსის პირობებში, 1 აშშ დოლარის ფასი დღეს კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში საშუალოდ, 2.26 ლარს აღწევდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ბაზარზე ლარის გაუფასურების ტენდენცია არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები