ტარიელ ონიანის შვილი მოსკოვში ავარიაში მოყვა (ვიდეო)

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის შვილი მოსკოვში ავტოავარიაში მოყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბუბა ონიანი, რომელიც „მერსედესის“ მარკის მანქანას მართავდა. „ფოლქსვაგენის“ მარკის ჯიპს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯიპი შემდეგ კიდევ ორ მანქანას დაეჯახა. რუსული ტელეარხი „ლაიფ ნიუსი“ ამ შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს. შეჯახების შედეგად სამმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ბუბა ონიანთან ერთად მყოფი 18 წლის ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში თავის ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს.
ბუბა ონიანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის შვილია. ონიანი ამჟამად ესპანეთის ციხეში იხდის სასჯელს. 2011 წელს რუსეთმა ის ესპანეთს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები