გიორგი ქადაგიძე: სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ

საქართველოს ეროვნული ბანკი სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ვაგრძელებთ მუშაობას. იცით, რომ რიგმა ბანკებმა განახორციელეს თავიანთი შეთავაზებები. ჩვენ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში რიცხვი, რა რაოდენობის სესხების რესტრუქტურაზაცია მოხდა, როგორ იყო მოთხოვნა ასეთი ტიპის რესტრუქტურიზაციებზე მსესხებლების მხრიდან, მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტა, ეს არის მხოლოდ დროებითი შემსუბუქება ტვირთის ამ ადამიანებისთვის”, – განაცხადა ქადაგიძემ.
25 თებერვალს ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძესა და კომერციული ბანკის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე ეროვნულმა ბანკმა სთხოვა კომერციულ ბანკებს წარმოედგინათ გეგმა, თუ როგორ უნდა შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი, შემოსავალი კი ლარებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები