ამერიკელი სამხედროები კალმარის კანისგან დამზადებულ ტანსაცმელს მიიღებენ
აშშ-ში წარმოდგენილია სამხედროებისთვის ახალი ფორმა – დამცავი გარსი კალმარის კანისგან. მასში გამოყენებულია ზღვის ცხოველების ცილა. საქმე ისაა, რომ კალმარის ცილისგან უნიკალური ქსოვილის დამზადება შეიძლება, რომელიც სიბნელეში ჯარისკაცებს ღამის ხედვის ხელსაწყოებისთვის უხილავს ხდის.
ასეთი ქსოვილის შექმნის იდეა ღამის საათებში ჯარისკაცების დაღუპვის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა. თუკი დღის საათებში სამხედოებს ჩვეულებრივი ფორმის გამოყენებით კარგად შეუძლიათ შენიღბვა, სიბნელეში ღამის ხედვის ხელსაწყოების გამოყენების გამო ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.