25 მარტი

09:00
“რედისონში”, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის (GIOGIE) მე-14-ე საერთაშორისო კონფერენციას გახსნის.
10:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის აფეთქებისთვის ბრალდებულის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქმესთან დაკავშირებული ახალი გარემოებები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
საპარტნიორო ფონდის ოფისში, საპარტნიორო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და კომპანია „ფორტუნა ჰოლდინგის“ დირექტორი ნირ ბარეკეტი, საზღვრისპირა რეგიონში ვეტერანების დასახლებისთვის ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის ჩატარების თაობაზე ხელშეკრულებას გააფორმებენ. მისამართი: ვუკოლ ბერიძის 6. (იტალიის საელჩოსთან)
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრესკონფერენციას გამართავენ. თემები: პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნა და შესაბამისი პროცედურული საკითხები; მთავრობის უნდობლობის საკითხი; პარლამენტში ახალი ფაქციის შესაძლო შექმნა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, სუიციდის პრევენციის თემაზე კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით ევროსაბჭოს კასკადური ტრენინგები დაიწყება. მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კილომეტრი
E1
11:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
“პირველ პრესკლუბის” სტუმარი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე იქნება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
19:30
კინოთეატრში „ამირანი”, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა ფოტო-გამოფენა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები