ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენს ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა დაავალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენს ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა დაავალა. ამის შესახებ პრემიერის განცხადებაშია ხაზგასმული. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
“მინდა გამოვეხმაურო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივას, საქართველოს მთავრობაში გამოიყოს საკონტაქტო პირი ისრაელის ინვესტორებსა და საჭირო უწყებებს შორის კომუნიკაციისთვის. მინდა განვაცხადო, რომ ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა უკვე დავავალე ბიზნესომბუდსმენს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“,-აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.