ფინანსთა სამინისტრო: ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრისთვის დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველის, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით, ფინანსთა სამინისტროში, ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს მთავრობისა და EBRD-ის ორგანიზებით, დედაქალაქში უკვე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები განიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე. როგორც აღინიშნა, ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, იგეგმება მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესიის ორგანიზება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს.
“ორდღიან საერთაშორისო ფორუმს გააშუქებს თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელთა მხრიდანაც ღონისძიებასთან დაკავშირებით უკვე დიდი დაინტერესება ფიქსირდება. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კომისიის წევრები გარკვეული პერიოდულობით მედიის თანდასწრებით ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს. მინისტრის თქმით, იმისთვის, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ღია და ხელმისაწვდომი იქნება ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა შესყიდვა/ტენდერი და ამის შესახებ დეტალურად ეცნობება მედიას“, -აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები