აშშ-ს იუტას შტატში დამნაშავეების დახვრეტა დაუშვეს

იუტას შტატის გუბერნატორმა ჰარი გერბერტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სიკვდილმისჯილი დამნაშავეების დახვრეტას ითვალისწინებს. გუბერნატორი ამბობს, რომ სასჯელის ასეთი ფორმა სხვებთან შედარებით უფრო არაჰუმანურია, მაგრამ ქიმიური ინექციით სიკვდილით დასასჯელად პრეპარატების უკმარისობის შემთხვევაშია აუცილებელი.
ამასთანავე, ამ კანონის ინიციატორი, „რესპუბლიკელი“ პოლ რეი პირიქით, ამბობს, რომ დახვრეტა სიკვდილით დასჯის სხვა ფორმებთან შედარებით უფრო ჰუმანური მეთოდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები