ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის შესახებ ბრიფინგი გამართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ბრიფინგი გამართა. რამდენადაც მედიისთვის გახდა ცნობილი, ამ დროისათვის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებიდან შერჩეულ შვიდ საუკეთესო კანდიდატთან ე.წ. განმარტებითი ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს, რომელთა მიზანი კანდიდატებთან გასაუბრება და პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიების გაცნობაა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული ხასიათის შეხვედრა ოთხ კანდიდატთან უკვე ჩატარდა. პროცესი გრძელდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია 2015 წლის სექტემბრამდე უნდა გამოვლინდეს.