BBC – რუსული კრიზისი ქართული ღვინის ექსპორტზე მოქმედებს

ქართული ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2013 წელს ბაზრის გახსნის შემდეგ ყველა პროგნოზს გადააჭარბა. მაგრამ 2015 წელს ის გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 85%-ით შემცირდა. ღვინის ექსპორტზე ნეგატიური გავლენა იქონია რუსული რუბლის გაუფასურებამ, ვინაიდან მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შემცირდა. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ექსპორტი შემცირდა უკრაინაშიც, სადაც ასევე ეროვნული ვალუტის, გრივნის გაუფასურება გრძელდება.
BBC-ის ინფორმაციით, ქართველი ექსპერტები მეღვინეებისთვის საკმაოდ რთულ წელს პროგნოზირებენ. თუმცა, თუ 2006 წელს რუსეთის მიერ ემბარგოს გამოცხადებამ ქართული ღვინის ინდუსტრიის პარალიზება გამოიწვია, წელს ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები