ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში ქალი გარდაიცვალა

იმერეთში, ქუთაისში ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერდა და გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები