სინგაპურში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა
სინგაპურში ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის ლი კუან იუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ლი კუან იუს „სინგაპურის ეკონომიკური სასწაულის“ ავტორად ასახელებენ.
საერთო ეროვნული გლოვა 23-დან 29 მარტამდე გაგრძელდება. ამ დღეებში ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დაშვებული იქნება.
ლი კუან იუ ქვეყნის მთავრობას 1959 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსურ ცენტრად გადაიქცა. ეს შესაძლებელი გახდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვით მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, ასევე მაფიასთან ბრძოლით და განათლების სისტემის განვითარებით.