საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის და მარინ ლე პენის პარტიები ლიდერობენ

ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, კვირას საფრანგეთში გამართული მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პარტია „სახალხო მოძრაობის კავშირი“ ლიდერობს. მან 29-დან 32%-დე მიიღო. მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტი“ მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით გავიდა. მან წინასწარი მონაცემებით, 24-დან 26%-დე მიიღო. რაც შეეხება მმართველ სოციალისტურ პარტიას, მან მესამე ადგილი დაიკავა და, ეგზიტპოლების ინფორმაციით, 19-დან 25 პროცენტამდე მიიღო. „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენლის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის თქმით, მეორე ტურში ყველა რესპუბლიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, რათა „ნაციონალური ფრონტი“ დაამარცხონ. თავის მხრივ ულტრამემრჯვენე მარინ ლე პენი პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მისმა პარტიამ ძალზე დაბალი შედეგი აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები