21 მილიონი ევროს დახმარების მიღების შესახებ საფინანსო შეთახმებას ხელი მოეწერა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ 21 მილიონი ევროს დახმარების მიღების შესახებ საფინანსო შეთახმებას მოაწერეს ხელი.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას და ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და დახმარებას საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში.
21 მილიონი ევროდან 19 მილიონი ევრო მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანშების მეშვეობით, ხოლო 2 მილიონი ევრო ზემოხსენებული საჯარო უწყებებისთვის ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას მოხმარდება.