ბულგარეთის პრეზიდენტი მოსკოვში 9 მაისს არ ჩავა
პოლონეთის და გერმანიის ხელისუფლების შემდეგ მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად ჩასვლაზე ბულგარეთის პრეზიდენტიც უარს ამბობს. ბულგარეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი მიწვევა მან მოსკოვიდან მიიღო, მაგრამ ქვეყნის მეთაურის გამგზავრება რუსეთში დღის წესრიგში არ დგას.
მეორე მსოფლიო ომში ბულგარეთი გერმანიის, იაპონიის და იტალიის მხარეს მონაწილეობდა. ქვეყანამ ომი გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს, მაგრამ ჰიტლერის ერთადერთი მოკავშირე იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ არ იბრძოდა.