ნიუ-იორკში გაჩენილ ხანძარს 7 ბავშვი ემსხვერპლა
ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, დაიღუპნენ 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. ხანძარი შუაღამით მოხდა. მის ჩაქრობას 100 მეხანძრე და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი ცდილობდა. ექსპერტები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.