21 მარტი

09:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, „2015 თბილისის საერთაშორისო კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებასა და გამოყენებით მათემატიკაში“ გაიმართება. მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას 9 (ყოფილი ჯიქიას ქ.) საკონტაქტო პირი: რაიბულ ქირია 577 17 07 21
10:00
ბათუმის “რედისონში“ კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“ გაიმართება. კონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – გიორგი თავამაიშვილი გაუძღვებიან.
11:00
თბილისის საკრებულოს სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კოლელიშვილის ბიუროში, ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელზეც რაიონის განვითარების გეგმა იქნება წარმოდგენილი. გამოფენას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის დავით ნარმანია და გამგეობის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: გურამიშვილის 25
11:00
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებთან ერთად, თბილისის რამდენიმე სკვერში მინიაქციებს მოაწყობს.
11:30
“ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მოინახულებენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. მისამართი: ლუბლიანას ქ #21ბ (ჟვანიას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია) საკონტაქტო ნომერი: 577 17 75 17 ელენე გამეზარდაშვილი
E1
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალი, გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115
12:00
NEW
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულს ეწვევა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ–ბაირამს მიულოცავს.
12:30
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს მოულოცავენ. მისამართი: აბანოს ქ. N3
13:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი, სულიკო ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრება, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს უკავშირდება. მისამართი: პლატონ იოსელიანის ქ#37

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები