გადაცემა Top Gear-ის წამყვანებმა ტანკით BBC-ის ოფისის „შტურმი“ მოაწყეს (ვიდეო)

ბრიტანული კორპორაცია BBC-ის ოფისთან დღეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Abbot SPG-ი გამოჩნდა. მან ქვემეხი კორპორაციის შენობის შუშის ვესტიბულს დაუმიზნა. ტანკზე გამოკიდებული იყო პლაკატი წარწერით „დააბრუნეთ კლარკსონი“.
გადაცემა Top Gear-ის კოლექტივი ეთერში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანის დაბრუნებას მოითხოვს. გადაცემა Top Gear-ის კიდევ ერთ წამყვანს სტიგს ეჭირა ყუთი წარწერით „ერთი მილიონი ხელმოწერა“. სწორედ ამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ჯერემი კლარკსონის დაბრუნებას, რომელიც კომპანიის გადაწყვეტილებით გადაცემის პროდიუსერთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს.
რაც შეეხება ტანკს, ის ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ტექნიკას კინოფილმების გადასაღებად იჯარით გასცემს. ლონდონის ცენტრში ტანკით შესვლის ნებართვა, სავარაუდოდ, პოლიციამ გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები