ნიუ-ჯერსიში, მდინარეში 1 წლის წინ დაკარგული ჟურნალისტის გვამი აღმოაჩინეს
ნიუ-ჯერსიში, მდინარეში ერთი წლის წინ გაუჩინარებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის დევის ბერდის გვამი აღმოაჩინეს. პოლიციის განცხადებით, ბერდის იდენტიფიცირება სტომატოლოგიური ბარათის მეშვეობით მოხდა. ჟურნალისტის დაღუპვის მიზეზები დგინდება. ბერდი ბოლოს 2014 წლის 11 მარტს ნახეს. ის საკუთარი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.