ხვალ თბილისში იწვიმებს

21 მარტს თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს – ამის შესახებ „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიურ სამსახურში განუცხადეს.
დოდო გვაზავას თქმით, 21 მარტს თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, ნაშუადღევს კი ტემპერატურა 13 გრადუსამდე დათბება. მისი თქმით, ნალექი მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში. განსაკუთრებით კი ზუგდიდში. მთელს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, შესაძლოა, მთაში თოვლის სახით.
ამასთან, 21-22 მარტს მთელს საქართველოში მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამით, 3-8 გრადუსი, დღისით – 8-13, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ღამით – 1-6 გრადუსი, დღისით – 9-14 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს, ხანმოკლე ნალექია მოსალოდნელი, შეიძლება იქროლოს ქარმაც 8-13 წმ სიჩქარით.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 23 მარტიდან უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. თანდათან დათბება და ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-27 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25 გრადუსის ფარგლებში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები