კოლომოისკიმ კიევში „უკრტრანსნაფტას“ შენობა შტურმით აიღო
უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი შეიარაღებულ ხალხთან ერთად უკრაინის კომპანია „უკრტრანსნაფტას“ შენობაში შეიჭრა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შტურმი ავტომატებით შეიარაღებულმა 50-დე პირმა მოაწყო. საქმე კინაღამ სროლამდე მივიდა. დაცვამ შეჭრილები ვერ შეაჩერა. კოლომოისკის უკმაყოფილება იმით იყო გამოწვეული, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მისი პროტეჟე ალექსანდრე ლაზორკო კომპანიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა. „უკრტრანსნაფტა“ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენების ოპერირებას ახდენს. რამდენიმე საათის შემდეგ კოლომოისკიმ „უკრტრანსნაფტას“ შენობა დატოვა. ამჟამად მას მილიცია აკონტროლებს. სამართალდამცველების განხცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია.