ტუნისის მუზეუმში ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტუნისის მუზეუმში ოთხშაბათს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის დასადასტურებლად ორგანიზაციამ ორი დაღუპული ტერორისტის სახელები გამოაქვეყნა. ტერაქტის შემდეგ ტუნისიდან უცხოელი ტურისტები მასობრივად მიდიან. ტურიზმი კი ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ყოველწლიურად ტუნისში 200 ათასამდე ევროპელი ისვენებს. ტუნისის ხელისუფლება შიშობს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ლიბიიდან შემოსული სხვა ტერორისტული დაჯგუფებებიც რჩებიან. შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ტუნისის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 უცხოელი ტურისტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები