კახეთში მამაკაცმა 27 წლის ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცმა 27 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით მოკლა, რის შემდეგადაც მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 27 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ხოლო ახალგაზრდა მამაკაცის ჩამოხრჩობის ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრეს. „კვირას“ ინფორმაციით, 27 წლის გოგონა მეუღლესთან განქორწინებული იყო. გარდაცვლილი და ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელები იყვნენ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მკვლელობის იარაღად მამაკაცმა სანადირო თოფი გამოიყენა, რომელიც სამართალდამცველების მიერ ამოღებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები