ტყიბულში 7 წლის ბავშვი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც დედა სასწრაფო დახმარების გამოძახებას ცდილობდა

ტყიბულში მცხოვრები 7 წლის ბავშვი მაშინ დაიღუპა, როდესაც მისი დედა სასწრაფო დახმარების გამოძახებას ცდილობდა. შინ დაბრუნებულს შვილი გარდაცვლილი დახვდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ტყიბულში მდებარე ერთ-ერთ უძველეს შენობაში ურთულეს პირობებში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს გარდაცვლილის დაკრძალვის შესაძლებლობაც არ გააჩნია, რის გამოც ისინი დახმარებას ითხოვენ. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ეპილეფსია გახდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მხოლოდ ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი. გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები