საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის , საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. როგორც მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენად არის პუტინის რეპლიკა, მისი პოლიტიკის ნაწილი.
“ისეთი რთული თემები, როგორიცაა დევნილების დაბრუნება ტერიტორიების დეოკუპაცია თუ ხალხთა შორის ურთიერთობის ნდობის აღდგენა ერთ დღეში არ წყდება, რა თქმა უნდა, ეს თემები განხილული იქნება მას შემდეგ, რაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება. დავინახავთ პუტინის რეპლიკა რამდენად არის მათი პოლიტიკის ნაწილი“ – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.