საბავშვო ბაღში გამოვლენილ უვარგის ხორცთან დაკავშირებით კომენტარს დავით ნარმანია აკეთებს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოხმარებისთვის უვარგისი ხორცი მხოლოდ ერთ ბაღშია აღმოჩენილი. საგანგაშო არაფერია, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება.
„ჩვენი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, მხოლოდ ერთ ბაღში აღმოჩნდა მოხმარებისთვის უვარგისი ხორცი, რომელიც მისვლისთანავე იქნა ამოღებული და ახლა გადაგზავნილია ლაბორატორიაში შესასწავლად. საგანგაშო არაფერია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მასალები რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება. პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა, დადგეს მას შემდეგ, რაც საკითხი ბოლომდე იქნება გამოკვლეული“, – განაცხადა ნარმანიამ.