გლდანის გამგებელმა ქართულ-ფრანგულ ასოციაცია GFA-ს პრეზიდენტთან მემორანდუმი გააფორმა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობაში, გამგებელ ბესიკ ქარცივაძესა და საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაცია GFA-ს პრეზიდენტ კატრინ ღუსსელს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პუნქტებიდან გამომდინარე, სოციალური პროექტების დაგეგმარებაში ითანამშრომლებენ. ურთიერთხელშეწყობის საფუძველზე განხორციელდება საერთაშორისო პროექტები, რაც გლდანის რაიონის და საფრანგეთის ერთ-ერთ რაიონთან დაძმობილებას გულისხმობს.
GFA და გლდანის რაიონის გამგეობა მიღწეული საერთაშორისო კონტაქტების საფუძველზე ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას სამეცნიერო პროექტებში, კონფერენციებსა და დისკუსიებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები: თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, საკრებულოს დეპუტატები: ქეთევან ჯოხაძე, დავით უთმელიძე. თბილისზე მზრუნველის ტიტულის მფლობელი თემურ გოცირიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი ,,შავლეგო“, ტრიო ნანა დაუშვილის ხელმძღვანელობით. 115-ე და 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.