თბილისის 121-ე საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი აღმოაჩინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტომ მონიტორინგის შედეგად თბილისის 121-ე მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღში ხორცის ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა. კვლევის შედეგად ხორცის ნიმუშში აღმოჩნდა პარაზიტი სარკოცისტოზი(სარკოსპორიდიოზი), რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღს ხორცით ამარაგებს კომპანია “ფუდსერვისი”. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა ყველა საბავშვო ბაღიდან “ფუდსერვისის” მიერ მიწოდებული ხორცის გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოგან ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები