ზუგდიდში ახალგაზრდა ქალს თავს სამი პირი დაესხა

სამეგრელოში, ზუგდიდში, ქალბატონი გაძარცვეს. “კვირას” ინფორმაციით, ქალბატონი სამსახურიდან სახლში საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა, რა დროსაც მას სამი ახალგაზრდა დაესხა თავს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მანქანიდან ჩანთა გაიტაცეს და მიიმალნენ. თავდამსხმელებს იარაღი არ გამოუყენებიათ.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები