ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე გარდაიცვალა

 ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. საპატრიარქოს ინფორმაციით, მირტოპოლიტის ცხედარს ხვალ სიონში დაასვენებენ, სადაც 18 და 19 მარტს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები აღევლინება. შემდეგ კი გარდაცვლილ მეუფეს რაჭაში გადაასვენებენ, სადაც იგი დაიკრძალება. მთავარეპისკოპოსი ელისე (ელდარ ჯოხაძე) 1949 წელს ონის რაიონის სოფელ შქმერში დაიბადა. იგი მღვდლად 1885 წელს ეკურთხა. 1985-1994 წლებში ნიკორწმინდაში, დიდუბის ეკლესიაში, ხოლო 1994-1996 წლებში ანჩისხატის ეკლესიის მოძღვარი იყო. 1996 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა, იმავე წლის 17 მარტს კი ეპისკოპოსად ეკურთხა. 2002 წლიდან კი ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები