17 მარტი
13:00-ზე მოსკოვიდან დაბრუნებული უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ ,,კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მისი მისამართით არსებულ კითხვებზე უპასუხებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონკატქო პირი ეკა გულუა: 599726565
14:00-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცესპიკერი გუბაზ სანიკიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
10:00
უფლებადამცველები ალექსანდრე ახალკაცი, მამუკა ტუსკაძე და გრიგოლ გაგნიძე მოინახულებენ ქალთა კოლონიას და ადგილზე გაეცნობიან მათ პრობლემებს, ასევე გააცნობენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ ელიც ეხება 260-ე და 262-ე მუხლებს. დაწესებულბის დატოვების შემდეგ გააკეთებენ განცხადებებს და პრესკონფერენციას. საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შეახებ.
11:00
“რედისონში”, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებზე, ექსპერტების პრესკონფერენცია გაიმართება.
11:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ძიუდოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრება.
11:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფთან საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართება.
11:15
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ განცხადებას გააკეთებენ.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
დაბა ასპინძაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნიან, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილეს მიულოცავენ და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.
12:00
ჰიპერმარკეტ „გალაქსის“ შენობაში, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია, რომელიც ჯარის კვებას უზრუნველყოფს დირექტორი მირანდა მანჯგალაძე პრესკონფერენციას გამართავს. საუბარი გამოცხადებულ ტენდერებსაც შეეხება, რომლის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. მისამართი: გამსახურდიას გამზ. 41, მე-3 სართული
12:00
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძე, დიდუბის რაიონის გამგებელს ირმა ზავრადაშვილს, დიდუბის რაიონში, გაფრინდაულის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გააცნობს.
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „ნაციონალების მიერ არეულობისა და ანარქიის გამომწვევი ქმედებების წინააღმდეგ სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი იწყებს საგანგებო, სპეციალური კონტრ-ზომების გამოყენებას“. მისამართი: ერისთავის ქ. 16; სამების საკათედრო ტაძართან. საკონტაქტო პირი: სანდრო უსტიაშვილი 595 51 59 15
14:00
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე, საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საჩხერის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ.
14:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომა გაიმართება.
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურული პროექტის „შეხვედრის საბა-ბი“ პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
15:00
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ პროექტის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ საქართველოში ნიკოლოზ მაღალდაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდება და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავს. საკონტაქტო პირი: 555 557 552 – ლიკა ჯურხაძე
16:00
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატი, 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპულ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნის საღამოს გამართავს. მისამართი: ვ.ფშაველას გამზირი №29, III კორპუსი, III სართული.
16:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში , საკრებულოს სხდომა გაიმართება.