გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 31 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით 31 მარტს გამოვა. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, თარიღი პარლამენტს თავად პრეზიდენტმა შესთავაზა.
“დღეს შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან და შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში გამოვა 2 კვირის შემდეგ, 31 მარტს. თარიღი პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და წინასწარი თანხმობა მივეცი”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები