მიანმის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩინეთის ტერიტორია დაბომბეს

მიანმის სამხედრო თვითმფრინავმა ჩინეთის ტერიტორიაზე ბომბი ჩამოაგდო. ავიადარტყმის შედეგად 4 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. მიანმის საჰაერო ძალებმა იერიში ჩინეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ მიიტანა, რაც იქ მიანმის ეროვნული დემოკრატიული ალიანსის მეამბოზეებმა თავის შეფარება სცადეს, რომლებსაც მიანმელი სამხედროები მისდევდნენ.
ბომბი ჩინეთის ერთ-ერთი ფერმის ყანაში აფეთქდა, სადაც იმ დროს მშვიდობიანი მოსახლეობა მუშაობდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაუგზავნა მიანმის ხელისუფლებას ოფიციალური პროტესტის ნოტა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩინეთის ტერიტორია მიანმის მხრიდან იბომბება. მიანმის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მხარეში ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები