გიორგი მუსხელიშვილი ჩინურ და ქართულ კომპანიებს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,თავისუფალი დემოკრატები“ თავმჯდომარე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი მუსხელიშვილი ჩინურ და ქართულ კომპანიებს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას დაესწრო. აღნიშნული ხელშეკრულება აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირებას გულისხმობს.
გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით, ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებელი საშუალებას იძლევა ხუთჯერ შემცირდეს სატრანზიტო დრო, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ასევე ბიზნესის განვითარებას. მხარეებმა ხელშეკრულების გაფორმება ისტორიულ მოვლენად შეაფასეს და სამომავლოდ თანამშრომლობის სპექტრის გაფართოების იმედი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები