13 მარტი

09:00
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარს „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გახსნიან. მისამართი: გმირ კურსანტთა ქუჩა 1 საკონტაქტო პირი: ნინიკო ბოჯგუა 577 19 14 17
10:00
ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრში, კონფერენცია გაიმართება. თემა: „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მისამართი: თამარ მეფის ქ. 1
10:30
საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ “კვირას“ პრეს-კლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და წართმეული “ინტელექტბანკის“ დამფუძნებლები ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით ბანკის გაკოტრების სკანდალურ მასალებს, “სებ“-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების დანაშაულებრივ სქემას გააცნობს, გაკეთდება განცხადება პროკურატურამ დააჩქაროს საქმის გამოძიება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის ქ. 23 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე, მერიის საკადრო ცვლილებებზე და მერია-საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით სააგანგებო ბრიფინგს გამართავს და კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
E1
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოსტდოქტორანტურის კონკურსში გამარჯვებულები დასახელდებიან. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
11:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში „ხალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – „აფბა“ ვიცე–პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: „გარკვეული კატეგორიის გადამხდელებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ბიზნესის მასტიმულირებელი ფაქტორია“ მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57 საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
11:30
“პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრში, ვალიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: ალექსიძის №1
12:00
“რეპორტიორის” პრეს-კლუბში “საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ საარჩევნო სიებში ქალთათვის კვოტის განსაზღვრის ინიციატივას აფასებს. მისამართი: იოსებიძის #57, 1 სართ. საკონტაქტო ნომერი: 577 17 75 17 ელენე გამეზარდაშვილი

12:00
“პრტაიმტაიმის” პრესკლუბში არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კოკო გამსახურდია პრესკონერენციას გამართავს. თემა: არასაპარლამენტო ოპოზიციის მოლაპარაკებები საპარლამენტო პარტიებთან.
12:30
“პრაიმტამის” პრესკლუბში ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგია“ -ს პრეზიდენტი ლიკა ბებურიძე განცხადებას გააკეთებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს. თემა: სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრს უსახსრობის გამო დახურვა ემუქრება.
14:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, პანკისში, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრას გამართავენ.
14:00
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული შენობის III სართულის საკონფერენციო დარბაზში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
18:00
საკრებულოს დარბაზში, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში, ქეთი კავალსკის ფოტოების გამოფენა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები