„ყურთბალიში“ იტალიურ ენაზე გამოიცემა

„ინტელექტის“ მიერ გამოცემულ ირაკლი სამსონაძის მცირე რომანს „ყურთბალიში“ რამდენიმე თვეში იტალიურ ენაზე, მთარგმნელი ქეთი ჩარკვიანი თარგმნის და გამომცემლობა „პალომბი“ გამოსცემს. პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელია „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“.
ეს ამ რომანის უცხოურ ენაზე გამოცემის მეორე შემთხვევაა.
„ყურთბალიში“ ასევე სულ ცოტა ხნის წინ სომხურ ენაზე მთარგმნელმა ანაიდა ბოსტანჯიანმა თარგმნა და „ანტარესმა“ გამოსცა.
ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიში“ გასული საუკუნის 90-იან წლებზე მოგვითხრობს. იმ დროის ამბებზე, როცა „სიღატაკით გალახულ“ ქვეყანაში დუღს და გადმოდუღს „გაჩინოვნიკებულ-გაქორვაჭრებული“ ცხოვრება. რომანის მთავარი გმირი მწერალია, რომელიც თავს „ყოფილების საზოგადოების“ „ღირსეულ“ წევრად მიიჩნევს და ბოლომდე ვერცერთ იდეოლოგიას ვერ ეთვისება, რადგან მისი იდეოლოგია ერთი კაცის მრწამსია, რომელსაც მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება უკარნახოს სხვასთან გაერთიანება. ორიგინალური ფორმის ერთაბზაციანი რომანი იმითაც არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რომ გულწრფელად, შეულამაზებლად და მიუკერძოებლად გვიყვება უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები