2014 წელს საქართველოში 1,272 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციები განხორციელდა

2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1,272 მლნ დოლარს შეადგენს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებელი 39%-ით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35,1%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. მისივე განმარტებით, 2012 წელთან შედარებით ზრდა 39,6%-ია.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით ქვეყნებიდან ნიდერლანდები ლიდერობს, საიდანაც 331,2 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციას, შესაბამისად, აზერბაიჯანი – 302,1 მლნ-ით, ჩინეთი – 194,9 მლნ დოლარით იკავებენ.
“საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 343 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 27%-ს შეადგენს. მას მოყვება მშენებლობა, სადაც 295 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, დამამუშავებელი მრეწველობა – 174 მლნ დოლარი, ენერგეტიკა – 99 მლნ დოლარი, უძრავი ქონება – 87 მლნ დოლარი და ა.შ.”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები