ზაქარია ქუცნაშვილი: უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რამდენჯერ შეიძლება რიგგარეშე სხდომებს სოლიდარობის ნიშნად დაესწროს. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა აღიშნულ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.
„არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ჩავიდე ამ რიგგარეშე სხდომებზე. მე ვიცი უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომ ისინი არ აპირებენ მასში მონაწილეობის მიღებას. თუ ჩვენ სოლიდარობის ნიშნად დავესწარით წინა სხდომას, ახლა აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ 13 მარტს პარლამენტში დანიშნულ საგანგებო რიგგარეშე სხდომას საპარლამენტო უმრავლესობა არ დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები