უკრაინის რადას დეპუტატი მე-17 სართულიდან გადმოხტა

უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ყოფილმა დეპუტატმა მიხაილ ჩეჩეტოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის მე-17 სართულიდან, საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ჩეჩეტოვმა სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელიც მოგვიანებით მისმა მეუღლემ აღმოაჩინა.
დეპუტატის წინააღმდეგ პროკურატურაში ძალაუფლების გადამეტების მოტივით გამოძიება მიმდინარეობდა. 21 თებერვალს ის კიევის რაიონულმა სასამართლომ დააპატიმრა, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები