თბილისში მომხდარი ავტოავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მტკვირის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. მძღოლი, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო, საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები