28 თებერვალი

10:30-ზე საქართველობის ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა კავშირის – „ომი და მშვიდობა“ წარმომადგენელი ირაკლი კობაიძე და ადვოკატი ლექსო კობაიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: კოდორის ხეობის ჩაბარება და მოწმეების უსაფრთხოება, რომლებიც კოდორის თემაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონკატქო პირი ეკა გულუა: 599726565

11:00-ზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ლარის გაუფასურებასთან და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:30-ზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი ალექსი კობაიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
10:00
“შერატონ ბათუმში” პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილესთან ერთად და ასევე თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირები დასწრებიან.

10:30
„ჰოლიდეი ინნ-ში“ ჟურნალ Business Time Georgia-ს ანალიტიკური სამსახური მრგვალ მაგიდას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტის დევალვაცია და მისი შედეგები ქვეყნის ეკონომიკისთვის საკონტაქტო პირი: 5 97 94 41 75 ილონა სახელეშვილი
11:00
“რეპორტიორის“ პრესკლუბში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი ანა კიკნაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ნაფიც-მსაჯულების მიერ თანამდებობის პირების საქმეების განხილვის საკითხი. მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57, I სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44

12:00
სპორტის სასახლის საკონფერენციო დარბაზში, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და კომპანია „ნექსთ ივენთის“ წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00

“გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლში” მოხუცებთან ერთად “წიგნის კითხვის დღის“ ღონისძიება გაიმათება. მისამართი: თბილისის ზღვა, ლოტკინი, ივერთუბანი
15:00

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „C” ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხა კომისია და ნეონატოლოგთა ასოციაციაა. მისამართი: თავისუფლების 2
01 მარტი
18:00

საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ნინო და დათო გვასალიების ხსოვნის საპატივსაცემოდ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები