გიორგი ქადაგიძე შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შესაძლოა, პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სხდომებზე მოუსმინონ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული საკითხი შეთანხმებით გადაწყდება.
“შესაძლოა, დარგობრივ კომიტეტებში მოხდეს ამ საკითხზე მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე შიდა საუბარი ჩვენ, ამ ბოლო დღეებში,  გუნდის შიგნით გვქონდა. ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ალბათ, საბოლოოდ ეს საკითხი გადაწყდება შეთანხმებით”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები