ოთხი თვის წინ დაკარგული კაპიტანი საქართველოში ჩამოასვენეს
ეგეოსის ზღვაში ოთხი თვის წინ ჩაძირული გემის, “სტელას” გარდაცვლილი კაპიტანი ლევან თებიძე საქართველოში ჩამოასვენეს. როგორც “კვირას“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, კაპიტნის ცხედარი ბერძენმა მაშველებმა გემის ჩაძირვის ადგილთან ახლოს, ნაპირთან გასული წლის 30 ნოემბერს იპოვეს. საბერძნეთში ლევან თებიძის ძმის დნმ-ის ანალიზი გაიგზავნა, ცხედრის იდენტიფიცირებას ორი თვე დასჭირდა.
გემი “სტელა” 2013 წლის 2 ნოემბერს კუნძულ კარპატოსის მახლობლად ჩაიძირა. გემის ეკიპაჟი ექვსი ქართველი წევრისგან შედგებოდა. მათგან ხუთი უვნებლად გადარჩა, ხოლო კაპიტანი ლევან თებიძე რამდენიმე თვის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.