გიორგი ქადაგიძე: ლარის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ლარის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით. ლარი გაუფასურდა 30 %-ით და ამ 30 %-იანმა გაუფასურებამ გარკვეული პერიოდის მერე დაიწყო ასახვა იმპორტზე. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტი შემცირდება, რაც შეამცირებს ნეგატიურ გავლენას კურსზე, რაც შეამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ლარს ექნება სტაბილიზაციის და შემდგომი გამყარების ტენდენცია”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.