გიორგი ქადაგიძე ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მინდა, მოვუწოდო ხელისუფლების, მთავრობის, მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს, მყისიერად შეწყვიტონ თავდასხმა ეროვნულ ბანკზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, მსგავსი სახის თავდასხმები აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.
“მინდა, მოვუწოდო ხელისუფლების, მთავრობის, მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს, მყისიერად შეწყვიტონ თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ასეთი თავდასხმები, პირველ რიგში, მაზიანებს არა მე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ვნებს და ურტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ის ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია იმ პროცესების, რაც დღეს ვითარდება. ახლა არ არის გადაბრალების, განტევების ვაცის ძებნის დრო. ახლა არის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გამოძებნის და განხორციელების დრო, რომლის მიზანიც უნდა იყოს სავალუტო შემოდინებების გაზრდა იმ წყაროებიდან, რომლებზეც ჩვენ გვაქვს გავლენა. ეს საბოლოოდ გამოიწვევს ლარის კურსის გამყარებას და შვებას მისცემ მოქალაქეებს, ვისაც მნიშვნელოვნად დაუმძიმდა სესხის ტვირთი”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები