„ვიდრე მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება“

სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
“მე მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იგივე შეცდომების გამეორებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიმეორა არაერთხელ. მით უფრო, გაუგებარია გუშინდელი განცხადება და გუშინდელი დღე, როდესაც სავალუტო ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა სტაბილიზაცია. მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინდელი განცხადებების კასკადამდე სავალუტო აუქციონზე გარიგებები დასრულდა 2,16 კურსით, რაც ცალსახად მიუთითებს სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე და იმაზე, რომ ყველაფერი მიდის სწორად და დამშვიდებისკენ”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები